News

რთველისი Mercedes Benz-ის ოფიციალური ღონისძიების მხარდამჭერი

Bene Exclusive-ის ორგანიზებით, ბათუმში Mercedes Benz-ის ოფიციალური ღონისძიება დახურულ ფორმატში უკვე მეექვსედ გაიმართა.

ღონისძიებას რთველისი მხარდამჭერი კომპანიის სტატუსით შეუერთდა და საღამოს სტუმრებს საკუთარი ღვინის კოლექცია წარუდგინა.

ღონისძიებამ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, ბიზნესლიდერები, კომპანიების დამფუძნებლები და ინვესტორები გააერთიანა, რაც ახალი პროფესიული კავშირებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის საინტერესო სივრცე გახდა.

რთველისისთვის მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ბრენდი წარადგინოს პრემიუმ აუდიტორიის წინაშე და გააძლიეროს კავშირები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.
2026-08-02 21:16 News Georgia