რთველისის ექვსი ღვინო, ექვსი მედალი MUNDUS VINI 2026-ზე
რთველისის ღვინოებმა MUNDUS VINI 2026-ზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. კონკურსზე წარდგენილი ექვსივე ღვინო მედლით დაჯილდოვდა, მათ შორის ოთხმა ოქროს, ხოლო ორმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ოქროს მედლებით დაჯილდოვდა უსახელოური, ქისი ქვევრი, ყვარელი და საფერავი პრემიუმი.
ვერცხლის მედლები მოიპოვა საფერავი რეზერვმა და კახური მცვივანი ქვევრმა.
MUNDUS VINI მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი საერთაშორისო ღვინის კონკურსია, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ღვინოებს პროფესიონალთა საერთაშორისო ჟიური აფასებს.
ექვსივე წარდგენილი ღვინის მედლით დაჯილდოება რთველისისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მიღწევაა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ღვინოების ხარისხს, მრავალფეროვნებასა და ქართული მეღვინეობის გამორჩეულ ხასიათს.