18 ოქტომბერს, „Sheraton Grand Metechi Palace“-ში, „რთველისის“ პირველი ბრენდ მაღაზიისა და ბარის საზეიმო გახსნა გაიმართა.
ახალი სივრცე „რთველისის“ ღვინოებსა და ალკოჰოლურ სასმელებს აერთიანებს და სტუმრებს პროდუქციის ადგილზე გაცნობისა და დაგემოვნების შესაძლებლობას სთავაზობს. კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია ღვინის დაფებიც, რომლებიც სივრცის გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.
ბრენდ მაღაზია და ბარი შექმნილია როგორც მეგობრებთან და პარტნიორებთან შეხვედრებისთვის, ასევე სხვადასხვა ღონისძიებისა და კერძო წვეულებების მასპინძლობისთვის.
„რთველისისთვის“ ახალი სივრცის გახსნა ბრენდის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ბრენდ მაღაზია და ბარი სტუმრებს საშუალებას აძლევს, „რთველისის“ ღვინოები და ალკოჰოლური სასმელები ერთ სივრცეში აღმოაჩინონ და ბრენდთან დაკავშირებული გამოცდილება განსხვავებულ გარემოში მიიღონ.
„რთველისის“ ბრენდ მაღაზია და ბარი მდებარეობს „Sheraton Grand Metechi Palace“-ის პირველ სართულზე, თელავის ქუჩა 20-ში.