News

რთველისი მერანოს ღვინის ფესტივალზე

30 მაისს რთველისი მერანოს ღვინის ფესტივალში მონაწილეობდა, სადაც სტუმრებს რთველისის პრემიალური ღვინის კოლექცია წარუდგინა და ქართული ღვინის გამორჩეული ნიმუშების დაგემოვნების შესაძლებლობა მისცა.

ფესტივალის ფარგლებში პირველად და ექსკლუზიურად იყო წარმოდგენილი ქინძმარაული პრემიუმი, რომელმაც სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ქინძმარაული პრემიუმი დღეიდან უკვე ხელმისაწვდომია ქსელურ მაღაზიებში, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ახალი პრემიუმ ღვინო თავად აღმოაჩინონ და დააგემოვნონ.

რთველისი მადლობას უხდის ყველა სტუმარს, ვინც მერანოს ღვინის ფესტივალზე მის სტენდს ეწვია და ღონისძიების ნაწილი გახდა.
2026-06-01 13:44 News Georgia