News

რთველისი VINEXPO PARIS 2026-ზე

რთველისი წარმოდგენილი იყო VINEXPO PARIS 2026-ზე, სადაც კომპანიის ექსპორტისა და მარკეტინგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს მართავდნენ.

გამოფენის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები არსებულ პარტნიორებთან, დამყარდა ახალი ბიზნეს კავშირები და ჩატარდა ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო ბაზრებზე რთველისის წარმომადგენლობის გაფართოების მიმართულებით.

VINEXPO PARIS 2026-ზე მონაწილეობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია რთველისის საერთაშორისო განვითარების გზაზე და ხელს უწყობს ახალი შესაძლებლობების მოძიებას, პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებასა და ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენას.
2026-02-16 22:47 News Georgia