News

რთველისის ღვინოები ITB China 2026-ზე შანხაიში

26–28 მაისს შანხაიში ITB China 2026 გაიმართა, რომელიც აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენაა.

გამოფენის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა სტენდმა ათასობით ვიზიტორს უმასპინძლა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახლოს გაცნობოდნენ საქართველოს კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიასა და ღვინის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.

საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იყო რთველისის ღვინის კოლექცია, რომელმაც საერთაშორისო სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

ITB China 2026-ზე მონაწილეობამ კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი ქართული ღვინისა და საქართველოს ღვინის კულტურის საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობას და ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაძლიერებას.
News Georgia