News

ProWein 2025

16-18 მარტს, ქალაქ დიუსელდორფში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წამყვან საერთაშორისო გამოფენა ProWein 2025-ზე რთველისი სრული ასორტიმენტით იყო წარდგენილი.

კომპანიის სტენდზე გაიმართა დეგუსტაციები, სადაც უცხოელ იმპორტიორებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ პრემიალური ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელები.

გამოფენის ფარგლებში, ცნობილი გერმანელი ინფლუენსერისა და სომელიე ტონი ასკიტის მხარდაჭერით, უცხოელ სტუმრებთან ერთად გაიმართა რთველისის რქაწითელი კლასიკური ღვინის დეგუსტაცია.

კომპანია რთველისი აქტიურად აგრძელებს დისტრიბუციის გაფართოებას ევროპისა და აზიის ბაზარზე.
News Georgia