16 და 17 მაისს Tbilisi Whisky Festival-ზე რთველისმა სტუმრებს ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების მრავალფეროვანი გამოცდილება შესთავაზა.
ფესტივალზე რთველისის სტენდზე წარმოდგენილი იყო ჭაჭისა და ბრენდის სრული ასორტიმენტი. პრემიალური ღვინის სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ რთველისის პრემიუმ ღვინის ხაზი და აღმოეჩინათ ქართული ღვინის გამორჩეული გემოები.
ფესტივალის ორი დღე სტუმრებთან შეხვედრებს, დეგუსტაციებსა და ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების კულტურის გაზიარებას დაეთმო.
რთველისი მადლობას უხდის თითოეულ სტუმარსა და Tbilisi Whisky Festival-ის ორგანიზატორებს შექმნილი განსაკუთრებული ატმოსფეროსა და მხარდაჭერისთვის.