რთველისის ოთხი ღვინო, ოთხი ოქროს მედალი Berlin Wine Trophy-ზე
რთველისის ღვინოებმა საერთაშორისო კონკურსზე Berlin Wine Trophy ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს.
ოქროს მედლებით დაჯილდოვდა ქისი ქვევრი, ხიხვი ქვევრი, ყვარელი და უსახელოური.
ოთხი ღვინის ოქროს მედლით დაჯილდოება რთველისისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მიღწევაა, რომელიც ხაზს უსვამს ღვინოების მაღალ ხარისხს, მრავალფეროვნებასა და გამორჩეულ ხასიათს.
Berlin Wine Trophy-ზე მიღებული შედეგი ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასტურია და ასახავს რთველისის გუნდის მუდმივ სწრაფვას ხარისხისა და განვითარებისკენ.