News

ჩინელი ექპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები რთველისში

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კომპანია რთველისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ღვინის ექსპორტიორების წარმომადგენლობითი ჯგუფი ჩინეთიდან. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს კომპანიის საწარმოო ინფრასტრუქტურა, გაეცნენ რთველისის მიერ წარმოებულ ტექნოლოგიურ პროცესებს და დააგემოვნეს სხვადასხვა დასახელების ღვინოები.

აღსანიშნავია, რომ რთველისი წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს ექსპორტს ჩინეთის ბაზარზე და ამასთან, მუდმივად აფართოებს ექსპორტირებული ღვინოების რაოდენობას აზიის რეგიონში.

კომპანიის სტრატეგია ორიენტირებულია ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და მაღალხარისხიანი პროდუქციის მიწოდებაზე საერთაშორისო ბაზრებზე.
News Georgia