რთველისის ღვინოები კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე
12 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, საფრანგეთში კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა, სადაც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იყო წარმოდგენილი.
ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ პავილიონში რთველისის ღვინის კოლექციამ დაიკავა ადგილი. კინობაზრობის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ რთველისის გამორჩეული ღვინოები და გაცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალფეროვნებასა და ტრადიციებს.
რთველისისთვის ეს მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, ქართული ღვინის კულტურა საერთაშორისო აუდიტორიისთვის კიდევ ერთხელ გაეცნო და ქართული ღვინის საერთაშორისო სივრცეში წარმოჩენისთვის თავისი წვლილი შეეტანა.