11 ივნისს, ვარშავაში გამართულ Georgian Grand Tasting Poland 2026-ზე რთველისმა საკუთარი ღვინის კოლექცია წარადგინა.
ღონისძიებამ ღვინის ინდუსტრიის პროფესიონალები, იმპორტიორები და ქართული ღვინით დაინტერესებული სტუმრები გააერთიანა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ რთველისის ღვინოები და უფრო ახლოს გაცნობოდნენ ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.
Georgian Grand Tasting Poland 2026 რთველისისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად, პროფესიული კავშირების გასაძლიერებლად და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად.