რთველისის უსახელოური, საუკეთესო წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო
რთველისის უსახელოურმა Berlin Wine Trophy 2026-ზე უმაღლესი ტიტული, Best Red Wine, Semi Sweet, მოიპოვა და საუკეთესო წითელ ნახევრად ტკბილ ღვინოდ დასახელდა.
ღვინო დამზადებულია ოყურეშში მოწეული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშის, უსახელოურისგან, რომელიც თავისი გამორჩეული ხასიათითა და უნიკალური გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.
ეს აღიარება რთველისისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მიღწევაა და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართული ღვინის ხარისხსა და უნიკალურობას მსოფლიო ასპარეზზე.