რთველისის ღვინოები სამხრეთ კორეაში AMPHORA 8000-ის ოფიციალური პლატფორმის გახსნის ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი. AMPHORA 8000 სამხრეთ კორეაში პირველი სპეციალიზებული პლატფორმაა, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და მომხმარებლებისთვის მის ხელმისაწვდომობას ემსახურება.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ რთველისის ღვინოები და გაცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. AMPHORA 8000-ის პლატფორმაზე კორეელ მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ რთველისის ღვინოების შეძენა და ქართული ღვინის კულტურის უფრო ახლოს გაცნობა.
გახსნის ღონისძიებამ ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ინფლუენსერებს, ბიზნესსექტორის ლიდერებსა და ქართული ღვინის კულტურით დაინტერესებულ სტუმრებს მოუყარა თავი.
AMPHORA 8000-ის ინიციატივა მიზნად ისახავს კორეელ მომხმარებლებს გააცნოს ქართული ღვინის 8 000 წლიანი ისტორია, უნიკალური ღვინის კულტურა და ქვევრის ტრადიცია, ასევე ხელი შეუწყოს ქართული ღვინის პრემიუმ კატეგორიაში პოზიციონირებას.
რთველისისთვის AMPHORA 8000-ის პლატფორმის ნაწილი ყოფნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა სამხრეთ კორეის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.