21-27 მარტს, ჩინეთის ქალაქ ჩენდუში გაიმართა ორი მნიშვნელოვანი გამოფენა—Shangri-La Fair და 112th China Food & Wine Drinks Fair, სადაც რთველისი წარდგენილი იყო სრული ასორტიმენტით.
ჩინეთი , ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა, სადაც კომპანია რთველისი ყოველ წლიურად გაყიდვებისა და ბრენდის ცნობადობის მაჩვენებელს ზრდის.
წლევანდელი გამოფენები მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა ახალი პარტნიორებისთვის, ბიზნესკავშირების გაღრმავებისთვის და ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად.
რთველისი აგრძელებს აზიის ბაზარზე გაფართოებას, დამკვიდრებასა და ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით.