News

რთველისი China Food & Drinks Fair 2026-ზე ჩენდუში

26–28 მარტს, ჩინეთის ქალაქ ჩენდუში გამართულ China Food & Drinks Fair 2026-ზე რთველისი პროდუქციის სრული ასორტიმენტით იყო წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში რთველისის სტენდი განთავსებული იყო ქართული ღვინის სივრცეში, სადაც გაიმართა ღვინოების დეგუსტაციები და B2B შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან.

ღონისძიებაში მონაწილეობამ რთველისს შესაძლებლობა მისცა, კიდევ ერთხელ წარმოეჩინა ქართული ღვინის მრავალფეროვნება საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე და გაეღრმავებინა ურთიერთობები ჩინეთისა და სხვა საერთაშორისო ბაზრების პარტნიორებთან.
2026-03-30 22:58 News Georgia