ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები
ბოლნისის მიკროზონა მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ბოლნისის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 570 მ. სიმაღლეზე, მდინარე მაშავერასა და მდინარე ხრამის აუზებში. იგი მოიცავს საკმაოდ დიდ ტერიტორიას, რომელიც მოქცეულია ჩრდილო განედის 40° 10∋ –41° 45∋ და აღმოსავლეთ გრძედის 43° 28∋ – 44° 45∋ შორის.
ხაშმის მიკროზონა მოიცავს სოფელ ხაშმს. ხაშმის მიკროზონის ფართობი შეადგენს 887 ჰა-ს.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა "კოტეხი" მდებარეობს მდინარე ალაზნის შუა წელში, მარჯვენა სანაპიროზე, ჩრდილო განედის 41°45` და აღმოსავლეთ გრძედის 45°48` კოორდინატებზე.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ყვარელი" მდებარეობს შიდა კახეთში, ყვარლის ადმინისტრაციულ რაიონში, მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე (გაღმამხარი), მდინარე ბურსას მარ­ც­ხენა სანაპიროზე, ყვარლის ადმინისტრაციულ რაიონში, კახეთის კავკა­სიო­ნის სამხრეთ დაქანებაზე, ჩრდილო განედის 41°58` და აღმოსავლეთ გრძედის 45°50`კოორდინატებზე, ზღვის დონიდან საშუალოდ 450 მ სიმაღლეზე.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ტიბაანი" მდებარეობს შიდა კახეთში, ალაზნის ვაკის მარჯვენა მხარის აღმოსავლეთ ნაწილში, გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბლობზე სიღნაღის რაიონის ჩრდილო განედის 41°35` და აღმოსავლეთ გრძედის 46°00` კოორდინატებზე.
გეოგრაფიული მდებარეობა - მევენახეობის სპეციფიკური ზონა "სვირი" მდებარეობს მდ. რიონის შენაკად მდ. ყვირილას მარცხენა სანაპირო ზოლში, ჩრდილო განედის 42°07׀ და აღმოსავლეთ გრძედის 42°55׀ კოორდინატებზე, შუა იმერეთის სამხრეთი მთისწინების ჩრდილო დაქანებებზე.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ნაფარეული” მდებარეობს კახეთის რეგიონში, მდ. ალაზნის ზემო წელში, მის მარცხენა სანაპიროზე. სავენახედ ასათვისებელი ფართობები მოქცეულია მდ. ალაზნის მარცხენა შენაკადების, კავკასიონის სამხრეთი ტოტებიდან ჩამონადენ სტორისა და დიდხევ-ლოპოტას ხეობების ქვემო წელში.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა "მანავი” მდებარეობს გარე კახეთში, საგარეჯოს ადმინისტრაციულ რაიონში, ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ და მის მიმდებარე ფერდობების მთისწინებზე ჩრდილო განედის _ 41°44`׀ და აღმოსავლეთის გრძედის 45°27` და მათ მახლობლად მდებარე კოორდინატებზე.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა "კახეთი” მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდინარეების ალაზნისა და იორის აუზში და უკავია 11,300 კმ2 ფართობი, ჩრდილო განედის 41°-42°15` და აღმოსავლეთ გრძნ­ედის 45°-46°30`კოორდინატებზე.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა "კარდენახი” მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფ. კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ცივ-გომბორის ქედის, ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების დადაბლებულ 3-40 დახრილობის ექსპოზიციაზე – მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, ჩრდილო განედის 41°48` და აღმოსავლეთი გრძედის 45°44`კოორდინატებზე, ზღვის დონიდან 350-750 მ სიმაღლეზე
მევენახეობის სპეციფიკური ზონა "თელიანი” მდებარეობს მდ. ალაზნის დი­ნების შუა წელში, ჩრდილო განედის 41°54` და აღმოსავლეთ გრძედის 45°35` კოორდინატებზე. სავენახე ფართობები გავრცელებულია ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე და მოქცეულია მდ. ალაზნის მარჯვენა შენაკადებს: კისისხევსა და ვანთისხევს შორის, ზღვის დონიდან 560 მ სიმაღლეზე.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ვაზისუბანი" მდებარეობს მდ. ალაზნის დინების შუა წელში, ჩრდილო განედის 41°49` და აღმოსავლეთ გრძედის 45°43`კოორდინატებზე, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ 5-60 დაქანების ერთ-ერთ შლეიფზე მდებარე სავენახე ფართობზე. დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ცივ-გომბორის ქედის მაღალი განშტოება, ხოლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან – მუკუზნის ვენახიანი ფართობები. ზღვის დონიდან ფართობის სიმაღლე საშუალოდ 550 მეტრს შეადგენს. იგი მოიცავს სოფლებს: ვაზისუბანი, კალაური, შაშიანი და ვაჩნაძიანი.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა გურჯაანი მდებარეობს მდინარე ალაზნის შუა წელში, მარჯვენა სანაპიროზე ჩრდილო განედის 41°45`׀ და აღმოსავლეთ გრძედის 45°48`׀კოორდინატებზე, მიკროზონის ტერიტორია მოიცავს ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიან კალთებზე მიბჯენილ მთისწინებს და ალაზნის დაბლობს. დასახელებული პუნქტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მდ. ალაზნამდე მანძილი პირდაპირი ხაზით 10 კმ-ია. საპირისპირო მხარეს სამხრეთ-დასავლეთისაკენ ცივ-გომბორის ქედის თხემურ ნაწილამდე კი 17 კმ.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა ატენი (ატენური) მდებარეობს შიდა ქართლში, გორის ადმინისტრაციულ რაიონში., თრიალეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებაზე, მთისწინების გორაკ-ბორცვიან ზოლში ჩრდილო განედის 42°31׀ და აღმოსავლეთ გრძედის 42°54׀ კოორდინატებზე, მდინარე ატენურის მარცხენა და მარჯვენა მხარეს და ქმნის ორ ურთიერთ საპირისპირო (ჩრდილო-აღმოსავლეთის, სამხრეთის და სამხრეთ-დასავლეთის) დახრილობის ფერდობებსა და გავაკებებს, რომელიც მიმართულია მდინარე ატენურის აუზისაკენ.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა წინანდალი მდებარეობს თელავის ადმინისტრაციულ რაიონში, მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე. მიკროზონის ტერიტორია მოიცავს ერთი მხრივ ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიანი კალთების გაგრძელებას და მეორე მხრივ მთისწინებსა და ალაზნის დაბლობს. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 300-750 მეტრი სიმაღლის ფარგლებში.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ხვანჭკარა" მდებარეობს რაჭაში ამბროლაურის ადმინისტრაციულ რაიონში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ დაქანებებზე, ჩრდილოეთ განედის 42°30` და აღმოსავლეთი გრძედის 43°00` კოორდინატებს შორის არსებულ ფართობებზე. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 450-750 მეტრი სიმაღლის საზღვრებში. მიკროზონა ვრცელდება მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე განედური მიმართულების ხეობის გასწვრივ 35-40 კმ მანძილზე, მაღალი ქედებით დაცულ ქვაბულში. ვენახები გვხვდება, აგრეთვე, მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე – რაჭის ქედის ჩრდილო დაქანებებზე.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ქინძმარაული” მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა კახეთში, ყვარლის ადმინისტრაციულ რაიონში, კავკასიონის განშტოების სამხრეთ დაქანებაზე, ჩრდილოეთ განედის 41º30`და აღმოსავლეთ გრძედის 45º50` კოორდინატებზე. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 250-550 მ სიმაღლის საზღვრებში, მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე (გაღმამხარი). ბარის ძირი უკავია ალაზნის ვაკეს, რომელიც ჩრდილოეთისაკენ მაღლდება _ გადადის მთისწინეთის ზოლში და მიბჯენილია კავკასიონის ძირზე.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ტვიში" მდებარეობს ლეჩხუმში, ცაგერის ადმინისტრაციულ რაიონში, მდ. რიონის მარჯვენა სანაპირო ზოლში; ჩრდილო განედის 42°31׀ და აღმოსავლეთ გრძედის 42°54׀კოორდინატებზე, ზღვის დონიდან 435 მ სიმაღლეზე. სპეციფიკური ზონა მოიცავს რაჭის ქედის უკიდურესი დასავლეთი დაბოლოებისა და ხვამლის მასივის აღმოსავლეთ დაქანებებს. იგი მოიცავს სოფლებს: ტვიშსა და ალპანას.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა „მუკუზანი“ მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა კახეთში, გურჯაანის მუნიცი­­პალიტეტში. იგი განთავსებულია მდ. ალაზნის ხეობის მარჯვენა სანაპიროზე, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაქანებაზე, ზღვის დონიდან 400 – 650 მ სიმაღლის ფარგლებში.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა ახაშენი მდებარეობს შიდა კახეთში, მდ. ალაზნის შუა წელში, ჩრდილო განედის 41°48`׀ და აღმოსავლეთ გრძნედის 45°44`׀კოორდინატებზე, განედური მიმართულების მქონე ალაზნის მარჯვენა შენაკადების, ჭერმისხევსა და ფაფრისხევს შორის.