ქართული ყურძნის ჯიშები

დღეს, საქართველოს მეღვინეობის ცხრა რეგიონში 530-ზე მეტი ჯიშის არსებობაა დადასტურებული. მათგან 425- ზე მეტი  ჯიში დღემდეა შემორჩენილი. ვაზის ჯიშები თავმოყრილია საკოლექციო ნაკვეთებში, დანარჩენი კი მოძიების პროცესშია. ზოგიერთი მათგანი ფართოდაა გავრცელებული, უმეტესობა იშვიათად გვხდება, უფრო მეტი კი კერძო კოლექციებში ან საცდელ მეურნეობებშია დაცული. ასეთი მრავალფეროვნება ცხადია გაკვირვებას იწვევს და მსოფლიოსთვის, წესით აღმოჩენად უნდა იქცეს ის ფაქტი, რომ ღვინის სამშობლოში 425-ზე მეტი ჯიშია შენარჩუნებული და დაცული. უკანასკნელი წლების მანძილზე ქართველი მევენახეები და მეღვინეები ძალზე აქტიურად მუშაობენ უძველესი და იშვიათი ვაზის ჯიშების გაშენებაზე და სამრეწველო პროცესში მათ ჩართვაზე.