ღონისძიება საქპატენტში

2020-02-11

11 თებერვალს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ტეკილას მარეგულირებელი საბჭოს პრეზიდენტს, მიგელ ანგელ დომინგო მორალესს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - ,,საქპატენტი“, ,,ტეკილას“ კოლექტიურ ნიშნად რეგისტრაციის მოწმობა გადაეცა. საქპატენტის ინიციატივით 11 თებერვალს ტეკილასა და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა კომპანია რთველისი , 4 ღვინის სახეობით : ქინძმარაული, მუკუზანი, წინანდალი და საფერავი.