ჩვენი ისტორია

რთველისი ქართული ღვინის მწარმოებელი, მუდმივად ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა.

კომპანია მეგობრების მიერ იქნა დაარსებული, რომლებიც წლების განმავლობაში ფლობდნენ ვენახებს კახეთში და ეწეოდნენ მევენახეობა-მეღვინეობას.

შეიძლება ითქვას, რომ რთველისის ისტორია 1920 წლიდან იწყება. სწორედ ამ პერიოდში დაარსებული მამა-პაპისეული მარნის განახლება მოხდა კომპანიის მიერ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, სწორედ ამ მარანში ხდება დღეს რთველისის ქვევრის ღვინის დამზადება.

კომპანიის შექმნის იდეა ერთ-ერთი  რთველის დროს წარმოიშვა, სახელის მოფიქრებაც ადგილზევე მოხდა. რთველი ხომ უახლოესი ადამიანების ერთად შეკრებას და მათ მიერ ქართველებისთვის ყველაზე ძვირფასი პროდუქტის კრეფას გულისხმობს.

სახელი რთველისი ზუსტად გამოხატავს ქართველებისთვის ყურძნის  კრეფის დიდ ტრადიციას, სიხარულს და ვაზის მიმართ პატივიცემას რაც ქართველებს 8000 წელია მოგვსდევს.

ჩვენი კომპანია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ღვინოს და ყურძნისეულ წარმოშობის სხვა ალკოჰოლურ სასმელებს როგორიცაა: კლასიკური ქართული ღვინო, ტრადიციული ქვევრის ღვინო, შუშხუნა ღვინო, ბრენდი და ჭაჭა. 

კომპანიის მიზანი დაარსების პირველივე დღეს განისაზღვრა- სახელის დამკვიდრება საქართველოს და მსოფლიო ბაზარზე, მაღალი ხარისხითა და დაუვიწყარი გემოებით.

ღვინის კომპანია რთველისი აერთიანებს ორ სავაჭრო ნიშანს „რთველისი“ და „ველვაინი“