»
ქართული ღვინო
ქართული ღვინო
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები

ბოლნისი

ბოლნისის მიკროზონა მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ბოლნისის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 570 მ. სიმაღლეზე, მდინარე მაშავერასა და მდინარე ხრამის აუზებში. იგი მოიცავს საკმაოდ დიდ ტერიტორიას, რომელიც მოქცეულია ჩრდილო განედის 40° 10∋ –41° 45∋ და აღმოსავლეთ გრძედის 43° 28∋ – 44° 45∋ შორის.

საფერავი ხაშმი

ხაშმის მიკროზონა მოიცავს სოფელ ხაშმს. ხაშმის მიკროზონის ფართობი შეადგენს 887 ჰა-ს.

კოტეხი

მევენახეობის სპეციფიკური ზონა "კოტეხი" მდებარეობს მდინარე ალაზნის შუა წელში, მარჯვენა სანაპიროზე, ჩრდილო განედის 41°45` და აღმოსავლეთ გრძედის 45°48` კოორდინატებზე.

ყვარელი

მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ყვარელი" მდებარეობს შიდა კახეთში, ყვარლის ადმინისტრაციულ რაიონში, მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე (გაღმამხარი), მდინარე ბურსას მარ­ც­ხენა სანაპიროზე, ყვარლის ადმინისტრაციულ რაიონში, კახეთის კავკა­სიო­ნის სამხრეთ დაქანებაზე, ჩრდილო განედის 41°58` და აღმოსავლეთ გრძედის 45°50`კოორდინატებზე, ზღვის დონიდან საშუალოდ 450 მ სიმაღლეზე.

ტიბაანი

მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ტიბაანი" მდებარეობს შიდა კახეთში, ალაზნის ვაკის მარჯვენა მხარის აღმოსავლეთ ნაწილში, გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბლობზე სიღნაღის რაიონის ჩრდილო განედის 41°35` და აღმოსავლეთ გრძედის 46°00` კოორდინატებზე.

სვირი

გეოგრაფიული მდებარეობა - მევენახეობის სპეციფიკური ზონა "სვირი" მდებარეობს მდ. რიონის შენაკად მდ. ყვირილას მარცხენა სანაპირო ზოლში, ჩრდილო განედის 42°07׀ და აღმოსავლეთ გრძედის 42°55׀ კოორდინატებზე, შუა იმერეთის სამხრეთი მთისწინების ჩრდილო დაქანებებზე.

ნაფარეული

მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ნაფარეული” მდებარეობს კახეთის რეგიონში, მდ. ალაზნის ზემო წელში, მის მარცხენა სანაპიროზე. სავენახედ ასათვისებელი ფართობები მოქცეულია მდ. ალაზნის მარცხენა შენაკადების, კავკასიონის სამხრეთი ტოტებიდან ჩამონადენ სტორისა და დიდხევ-ლოპოტას ხეობების ქვემო წელში.

მანავი

მევენახეობის სპეციფიკური ზონა "მანავი” მდებარეობს გარე კახეთში, საგარეჯოს ადმინისტრაციულ რაიონში, ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ და მის მიმდებარე ფერდობების მთისწინებზე ჩრდილო განედის _ 41°44`׀ და აღმოსავლეთის გრძედის 45°27` და მათ მახლობლად მდებარე კოორდინატებზე.

კახეთი

მევენახეობის სპეციფიკური ზონა "კახეთი” მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდინარეების ალაზნისა და იორის აუზში და უკავია 11,300 კმ2 ფართობი, ჩრდილო განედის 41°-42°15` და აღმოსავლეთ გრძნ­ედის 45°-46°30`კოორდინატებზე.

კარდენახი

მევენახეობის სპეციფიკური ზონა "კარდენახი” მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფ. კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ცივ-გომბორის ქედის, ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების დადაბლებულ 3-40 დახრილობის ექსპოზიციაზე – მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, ჩრდილო განედის 41°48` და აღმოსავლეთი გრძედის 45°44`კოორდინატებზე, ზღვის დონიდან 350-750 მ სიმაღლეზე

თელიანი

მევენახეობის სპეციფიკური ზონა "თელიანი” მდებარეობს მდ. ალაზნის დი­ნების შუა წელში, ჩრდილო განედის 41°54` და აღმოსავლეთ გრძედის 45°35` კოორდინატებზე. სავენახე ფართობები გავრცელებულია ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე და მოქცეულია მდ. ალაზნის მარჯვენა შენაკადებს: კისისხევსა და ვანთისხევს შორის, ზღვის დონიდან 560 მ სიმაღლეზე.

ვაზისუბანი

მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ვაზისუბანი" მდებარეობს მდ. ალაზნის დინების შუა წელში, ჩრდილო განედის 41°49` და აღმოსავლეთ გრძედის 45°43`კოორდინატებზე, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ 5-60 დაქანების ერთ-ერთ შლეიფზე მდებარე სავენახე ფართობზე. დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ცივ-გომბორის ქედის მაღალი განშტოება, ხოლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან – მუკუზნის ვენახიანი ფართობები. ზღვის დონიდან ფართობის სიმაღლე საშუალოდ 550 მეტრს შეადგენს. იგი მოიცავს სოფლებს: ვაზისუბანი, კალაური, შაშიანი და ვაჩნაძიანი.

გურჯაანი

მევენახეობის სპეციფიკური ზონა გურჯაანი მდებარეობს მდინარე ალაზნის შუა წელში, მარჯვენა სანაპიროზე ჩრდილო განედის 41°45`׀ და აღმოსავლეთ გრძედის 45°48`׀კოორდინატებზე, მიკროზონის ტერიტორია მოიცავს ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიან კალთებზე მიბჯენილ მთისწინებს და ალაზნის დაბლობს. დასახელებული პუნქტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მდ. ალაზნამდე მანძილი პირდაპირი ხაზით 10 კმ-ია. საპირისპირო მხარეს სამხრეთ-დასავლეთისაკენ ცივ-გომბორის ქედის თხემურ ნაწილამდე კი 17 კმ.

ატენური

მევენახეობის სპეციფიკური ზონა ატენი (ატენური) მდებარეობს შიდა ქართლში, გორის ადმინისტრაციულ რაიონში., თრიალეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებაზე, მთისწინების გორაკ-ბორცვიან ზოლში ჩრდილო განედის 42°31׀ და აღმოსავლეთ გრძედის 42°54׀ კოორდინატებზე, მდინარე ატენურის მარცხენა და მარჯვენა მხარეს და ქმნის ორ ურთიერთ საპირისპირო (ჩრდილო-აღმოსავლეთის, სამხრეთის და სამხრეთ-დასავლეთის) დახრილობის ფერდობებსა და გავაკებებს, რომელიც მიმართულია მდინარე ატენურის აუზისაკენ.

წინანდალი

მევენახეობის სპეციფიკური ზონა წინანდალი მდებარეობს თელავის ადმინისტრაციულ რაიონში, მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე. მიკროზონის ტერიტორია მოიცავს ერთი მხრივ ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიანი კალთების გაგრძელებას და მეორე მხრივ მთისწინებსა და ალაზნის დაბლობს. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 300-750 მეტრი სიმაღლის ფარგლებში.

ხვანჭკარა

მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ხვანჭკარა" მდებარეობს რაჭაში ამბროლაურის ადმინისტრაციულ რაიონში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ დაქანებებზე, ჩრდილოეთ განედის 42°30` და აღმოსავლეთი გრძედის 43°00` კოორდინატებს შორის არსებულ ფართობებზე. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 450-750 მეტრი სიმაღლის საზღვრებში. მიკროზონა ვრცელდება მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე განედური მიმართულების ხეობის გასწვრივ 35-40 კმ მანძილზე, მაღალი ქედებით დაცულ ქვაბულში. ვენახები გვხვდება, აგრეთვე, მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე – რაჭის ქედის ჩრდილო დაქანებებზე.

ქინძმარაული

მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ქინძმარაული” მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა კახეთში, ყვარლის ადმინისტრაციულ რაიონში, კავკასიონის განშტოების სამხრეთ დაქანებაზე, ჩრდილოეთ განედის 41º30`და აღმოსავლეთ გრძედის 45º50` კოორდინატებზე. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 250-550 მ სიმაღლის საზღვრებში, მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე (გაღმამხარი). ბარის ძირი უკავია ალაზნის ვაკეს, რომელიც ჩრდილოეთისაკენ მაღლდება _ გადადის მთისწინეთის ზოლში და მიბჯენილია კავკასიონის ძირზე.

ტვიში

მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ტვიში" მდებარეობს ლეჩხუმში, ცაგერის ადმინისტრაციულ რაიონში, მდ. რიონის მარჯვენა სანაპირო ზოლში; ჩრდილო განედის 42°31׀ და აღმოსავლეთ გრძედის 42°54׀კოორდინატებზე, ზღვის დონიდან 435 მ სიმაღლეზე. სპეციფიკური ზონა მოიცავს რაჭის ქედის უკიდურესი დასავლეთი დაბოლოებისა და ხვამლის მასივის აღმოსავლეთ დაქანებებს. იგი მოიცავს სოფლებს: ტვიშსა და ალპანას.

მუკუზანი

მევენახეობის სპეციფიკური ზონა „მუკუზანი“ მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა კახეთში, გურჯაანის მუნიცი­­პალიტეტში. იგი განთავსებულია მდ. ალაზნის ხეობის მარჯვენა სანაპიროზე, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაქანებაზე, ზღვის დონიდან 400 – 650 მ სიმაღლის ფარგლებში.

ახაშენი

მევენახეობის სპეციფიკური ზონა ახაშენი მდებარეობს შიდა კახეთში, მდ. ალაზნის შუა წელში, ჩრდილო განედის 41°48`׀ და აღმოსავლეთ გრძნედის 45°44`׀კოორდინატებზე, განედური მიმართულების მქონე ალაზნის მარჯვენა შენაკადების, ჭერმისხევსა და ფაფრისხევს შორის.
ქართული ყურძნის ჯიშები
დღეს, საქართველოს მეღვინეობის ცხრა რეგიონში 530-ზე მეტი ჯიშის არსებობაა დადასტურებული. მათგან 425- ზე მეტი ჯიში დღემდეა შემორჩენილი. ვაზის ჯიშები თავმოყრილია საკოლექციო ნაკვეთებში, დანარჩენი კი მოძიების პროცესშია. ზოგიერთი მათგანი ფართოდაა გავრცელებული, უმეტესობა იშვიათად გვხდება, უფრო მეტი კი კერძო კოლექციებში ან საცდელ მეურნეობებშია დაცული. ასეთი მრავალფეროვნება ცხადია გაკვირვებას იწვევს და მსოფლიოსთვის, წესით აღმოჩენად უნდა იქცეს ის ფაქტი, რომ ღვინის სამშობლოში 425-ზე მეტი ჯიშია შენარჩუნებული და დაცული. უკანასკნელი წლების მანძილზე ქართველი მევენახეები და მეღვინეები ძალზე აქტიურად მუშაობენ უძველესი და იშვიათი ვაზის ჯიშების გაშენებაზე და სამრეწველო პროცესში მათ ჩართვაზე.

კრახუნა

კრახუნა ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, მისგან მზადდება იმერული ტიპის მაღალალკოჰოლიანი სასუფრე თეთრი ღვინო

ციცქა

ციცქა ადგილობრივი, ფართოდ გავრცელებული ვაზის სტანდარტული ჯიშია, იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის ნაზ თეთრ ღვინოს

ცოლიკაური

ცოლიკოური - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს

გორული მწვანე

საქართველოში გავრცელებულ თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის მწვანე ფართოდ ცნობილი სახელწოდებაა

ჩინური

საქართველოს ისტორიული ცნობილ თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის ჩინური განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, როგორც ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე და ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიში

ქისი

ქისი ნაკლებად გავრცელებული კახური ვაზის ჯიშია, იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ ღვინოს. ევროპულად დაყენებული მოყვითალო ჩალისფერია, ოქროსფერი იერით

ხიხვი

ხიხვი ადგილობრივი მცირედ გავრცელებული სტანდარტული ვაზის ჯიშია. იძლევა მაღალხარისხოვან საფრის თეთრ ღვინოს, ხოლო ზოგიერთ მიკრორაიონში მაღალხარისხოვან სადესერტო ღვინოს

მწვანე კახური

მწვანე კახეთის სტანდარტული ვაზის ჯიშია, იძლევა ევროპული და კახური ტიპის მაღალხარისხოვან თეთრ სუფრის ღვინოს

რქაწითელი

რქაწითელი საქართველოს სტანდარტული, ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია. ყველაზე დიდი ფართობი მას კახეთში უჭირავს. იძლევა მაღალხარისხოვან ევროპულ და კახური ტიპის სუფრის თეთრ ღვინოს, მაგარ და სადესერტო ღვინომასალას და ადგილობრივ მნიშვნელობის კარგი ღირსების სუფრის ყურძენს

ჯანი

ჯანი (სინ.: მარის ყურძენი, ჯანის ყურძენი) - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს

ძელშავი

ძელშავი ადგილობრივი მცირედგავრცელებული ვაზის ჯიშია, იმერეთიდან. შუა იმერეთში მისგან ღია წითელი ან მოვარდისფრო ნაკლებ სხეულიანი, მაგრამ ენერგიული და ხალისიანი ღვინო დგება

ოცხანური საფერე

ოცხანური საფერე საკმაოდ გავრცელებული იმერული ვაზის ჯიშია. იგი იძლევა სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს

ოჯალეში

წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ოჯალეში საქართველოში ძველთაგანვეა ცნობილი. იგი გავრცელებულია უმთავრესად სამეგრელოს მთიან რაიონებში და როგორც წარსულში, ისე ამჟამადაც მისგან აყენებენ მუქი შეფერილობის მაღალხარისხოვან სუფრის წითელ ღვინოს

ალადასტური

გურიაში გავრცელებულ წითელყურძნიან ვაზის ჯიშთა შორის ალადასტურს ყოველთვის თვალსაჩინო ადგილი ეკავა, როგორც უხვმოსავლიან საღვინე და ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიშს

ჩხავერი

გურიის აბორიგენულ ვაზის ჯიშებს შორის ჩხავერი ძველთაგანვე ცნობილია, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში

უსახელოური

უსახელოური ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია ცაგერის რაიონში, ძირითადად ზუბი-ოყურეშის მიკროუბანში და იძლევა მაღალი ხარისხის ბუნებრივად ნახევრადტკბილ და სუფრის წითელ ღვინოს

მუჯურეთული

მუჯურეთული ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია რაჭა_ლეჩხუმის რაიონებში, ძირითადად ქვემო რაჭაში ჯიშ ალექსანდროულთან ერთად და გამოიყენება ბუნებრივი ნახევრადტკბილი (ხვანჭკარა) და სუფრის წითელი ღვინის დასაყენებლად

ალექსანდროული

ალექსანდროული რაჭის მთავარი საწარმოო ვაზის ჯიშია. ტოლა-ხვანჭკარის მიკრორაიონში იგი იძლევა ბუნებრივად ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს

თავკვერი

თავკვერი ქართლის წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით განკუთვნილია ღია წითელი ფერის ორდინარული ღვინოების დასამზადებლად

საფერავი

საფერავი ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია.
ქვევრის ღვინო
საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს და ამ ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებისთვის და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის მსოფლიო პოპულარიზაციას.
 ქვევრი ღვინის დასაყენებელი და შესანახი უნიკალური თიხის ჭურჭელია. საქართველოში აღმოჩენილი ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი განეკუთვნება ძვ.წ. VI-V ათასწლეულებს. დღეს არსებული ქართული ქვევრის ფორმა ძვ. წ. III-II ათასწლეულში ჩამოყალიბდა. ამ პერიოდამდე, ძირითადად, პატარა ქვევრები იყო გავრცელებული, რომლებიც სიმაღლეში 1-1,5 მეტრს არ აღემატებოდა და ჰქონდათ ბრტყელი ძირი და განიერი მუცელი. ამჟამად ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კვერცხისებური ფორმის ქვევრები. ქვევრის ტევადობა რამდენიმე ასეული
ლიტრიდან იწყება და რამდენიმე ტონას აღწევს. განსაკუთრებით დიდი ზომის ქვევრებით, კახეთი გამოირჩევა, სადაც შესაძლოა 6-8 ათასი ლიტრის ტევადობის ქვევრების ნახვაც. ყველაზე გავრცელებულია 1-2- ტონიანი ქვევრები. ქვევრის ღვინო ზოგადად გულისხმობს ყურძნის ტკბილის გარკვეული რაოდენობის ჭაჭასთან დადუღებას, დაღვინებასა და შემდგომ დავარგებას. პირველი და მნიშვნელოვანი წესი ქვევრში ღვინის დაყენებისა არის ქვევრში ღვინის დაყოვნება თავისივე ჭაჭაზე, როგორც ალკოჰოლური დუღილის, ისე მის შემდგომ პერიოდშიც.
მევენახეობის და მეღვინეობის რეგიონები

მესხეთი

მესხეთი

შავი ზღვის სანაპირო ზონა

ქვე-ზონები: აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი

რაჭა

ქვე-ზონები: რაჭა, ლეჩხუმი;

იმერეთი

ქვე-ზონები: ზემო იმერეთი, შუა იმერეთი, ქვემო იმერეთი

ქართლი

ქვე-ზონები: ქვემო, შიდა და ზემო ქართლი;

კახეთი

ქვე-ზონები: შიდა კახეთ, გარე კახეთი;
საქართველო ღვინის სამშობლოა
საქართველო უკვე დიდი ხანია ღვინის სამშობლოს სტატუსით სარგებლობს. აქ მევენახეობა-მეღვინეობის მსოფლიოში უძველესი ნაკვალევია აღმოჩენილი. ღვინის ისტორია ნეოლითის ხანაში დაიწყო და ამის დამადასტურებელი ფაქტები ყველაზე ცხადად ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდა. რამდენიმე ათეული წლის წინ, ქვემო ქართლში, თბილისის სამხრეთით, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში არქეოლოგებმა ძვ.წ. VI ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს და მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით იგი ვაზის კულტურულ სახეობას, Vitis Vinifera Sativa-ს მიაკუთვნეს, გარდა ამისა მეცნიერებმა შეისწავლეს გადაჭრილი გორას ნამოსახლარზე აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის რამდენიმე ფრაგმენტი. ქიმიური ანალიზის შედეგად თიხის ჭურჭელზე ღვინის მჟავის კალციუმის მარილის არსებობა დადასტურდა, კერამიკული მასალის კედლებზე ღვინის მჟავის წყარო მხოლოდ ღვინო ან ყურძნის წვენი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ აღმოჩენებმა დაადასტურეს , რომ ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა ძვ. წ. VI ათასწლეულიდან დაიწყო და რომ საქართველოს ტერიტორიაზე არამხოლოდ პირველი კულტურული ვაზი გვხდება, არამედ ღვინის პირველი ნაშთებიც.
რთველისი ხარისხზე ორიენტირებული ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა
меню
Privacy Policy
website development
კონტაქტი
შემოუერთდით ჩვენს ღვინის თავგადასავალს
0154, 18 ა ლ. ევდოშვილის ქუჩა. თბილისი, საქართველო