რთველისი ქართული ღვინის მწარმოებელი, მუდმივად ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა.
კომპანია მეგობრების მიერ იქნა დაარსებული, რომლებიც წლების განმავლობაში ფლობდნენ ვენახებს კახეთში და ეწეოდნენ მევენახეობა-მეღვინეობას.
ჩვენი კომპანია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ღვინოს და ყურძნისეულ წარმოშობის სხვა ალკოჰოლურ სასმელებს როგორიცაა: კლასიკური ქართული ღვინო, ტრადიციული ქვევრის ღვინო, შუშხუნა ღვინო, ბრენდი და ჭაჭა.
შეიძლება ითქვას, რომ რთველისის ისტორია 1920 წლიდან იწყება. სწორედ ამ პერიოდში დაარსებული მამა-პაპისეული მარნის განახლება მოხდა კომპანიის მიერ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, სწორედ ამ მარანში ხდება დღეს რთველისის ქვევრის ღვინის დამზადება.
სახელი რთველისი ზუსტად გამოხატავს ქართველებისთვის ყურძნის კრეფის დიდ ტრადიციას, სიხარულს და ვაზის მიმართ პატივიცემას რაც ქართველებს 8000 წელია მოგვსდევს.
კომპანიის მიზანი დაარსების პირველივე დღეს განისაზღვრა- სახელის დამკვიდრება საქართველოს და მსოფლიო ბაზარზე, მაღალი ხარისხითა და დაუვიწყარი გემოებით.
ჩვენი საწარმო
კომპანიის საწარმო მდებარეობს კახეთში, სოფელ შალაურში. საწარმო დაკომპლექტებულია უახლესი ევროპული დანადგარებით და თანამედროვე ლაბორატორიით, რაც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორც ღვინო ასევე სპირტიანი სასლემელები.
ჩვენი ვენახები
კომპანიის დამფუძნებლები წლების განმავლობაში ეწეოდნენ მევენახეობა-მეღვინეობას და ფლობდნენ ვენახებს კახეთის განსაკუთრებულ მიკროზონებში. კომპანიის დაფუძნების დღიდან კი ვენახები კომპანია რთველისის საკუთრებაში გადმოვიდა და დაიწყო ვენახების მუდმივი შესყიდვა-გაშენების პროცესი. რთველისის გუნდი მიზნად ისახავს, რომ ვენახები გააშენოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა მიკროზონაში, რათა პარტნიორებს შესთავაზოს ქართული უიშვიათესი ჯიშის და ადგილწარმოშობის ღვინოები.
მეღვინეები
რთველისის ღვინოების და მაგარი სასმელების ჩამოსხმაზე, მეღვინეების და ტექნიკოსების დიდი ჯგუფი მუშაობს მეღვინეების გუნდს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამოცდილი მეღვინე - გიორგი ბაბუნიძე ხელმძღვანელობს. გიორგი ბაბუნიძე, რომელიც ამ სფეროში მრავალი წელი უძღვებოდა წამყავი კომპანიების მთავარი მეღვინის პოზიციას, უზრუნველყოფს რთველისის ღვინის ხარისხს და დაუვიწყარ გემოებს, მეღვინეების გამოცდილ გუნდთან ერთად.