ინტერვიუ- რთველისის გენერალურ დირექტორ თორნიკე ჭიკაძესთან

2020-10-11

Allwine.ge ის ინტერვიუ რთველისის გენერალურ დირექტორ თორნიკე ჭიკაძესთან.

რას ნიშნავს თქვენთვის ღვინო?
 
ღვინო ის პროდუქტია, რომელთან ურთიერთობას მცირე ასაკიდანვე ვიწყებთ, პირველ რიგში ვაზის გაცნობით, შემდეგ ყურძნის დაწურვით და ბოლოს იმ სასმელის მიღებით, რასაც ყველა ქართულ ოჯახში უდიდეს პატივს ვცემთ და რითაც ძალიან ვამაყობთ. ღვინო არ არის ჩემთვის უბრალოდ ალკოჰოლური სასმელი, ეს არის  ჩვენი ტრადიცია და ისტორია. შეიძლება ითქვას, რომ ღრმა ბავშობიდანვე აღტაცებული ვიყავი ამ სასმელით, მისი დამზადების პროცესით, დღეს კი ღვინოს ქართველებისთვის ყველაზე სამაყო პროდუქტად მივიჩნევ.
 
 
აპირებთ თუ არა თქვენი გაყიდვების სტიმულირებისთვის აქტიურად გამოიყენოთ რეკლამა?
 
რეკლამა შეიძლება იყოს ნებისმიერი, თუნდაც ერთი კმაყოფილი კლიენტის მიერ სხვისთვის რეკომენდაციის მიცემა. თუმცა, როდესაც მიზნის სწრაფად მიღწევა გსურს, რეკლამა ის აუცილებლობაა, რომელიც რეალიზაციას სჭირდება.
 
აპირებთ თუ არა მომავალში თქვენი საქმიანობის მასშტაბის გაზრდას?
 
პირველი დღიდან, როდესაც მე და ჩემმა პარტნიორებმა კომპანია დავაარსეთ, მყარად გადავწყვიტეთ, რომ მუდმივად ვიზრუნებდით ბიზნესის მასშტაბების გაზრდასა და განვითარებაზე.
 
 
როგორ ფიქრობთ, რომელი პიროვნული თვისებები დაგეხმარათ საქმის წარმატებით აწყობაში?
 
შეიძლება ითქვას, გუნდურად მუშაობის პრინციპი არის ის, რაც ჩვენს კომპანიას ეხმარება მუდმივად განვითარდეს და ჩვენც სწორი მიმართულებით ვიაროთ. პირველ რიგში მეც და თითოეული ჩვენგანიც ვცდილობთ ყოველდღიურად მივიღოთ ახალი ინფორმაცია, რაც გვეხმარება სწორ განვითარებაში. თუ გუნდი არ ფუნქციონირებს როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, ნებისმიერ წარმატებაზე საუბარი არის ზედმეტი. გუნდის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ ურთიერთობები იყოს დაფუძნებული პატივისცემასა და ნდობაზე და ეს წარმოადგენს იმ მთავარ ღირებულებას, რაზეც ჩვენი კომპანიაა დაფუძნებული.
 
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მეღვინეობის ქართული ტრადიციების და თანამედროვე პროგრესული ტექნოლოგიების ურთიერთშეხამება?
 
ჩვემ კომპანია ორივე მიმართულებით მუშაობს, ვაწარმოებთ როგორც ქარხნულ, ასევე ქვევრის ღვინოს. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი დაინტერესება მოდის მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებიდამ ქვევრის ღვინოზე, რითაც ძალიან ვამაყობთ. თითოეული გაყიდული ბოთლი ნებისმიერ ქვეყანაში არის ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია. ქვევრის ღვინის განვითარებასთან ერთად ვნერგავთ უახლეს ტექნოლოგიებს, რის გარეშეც შეუძლებელია დღესდღეობით იყო კონკურენტული მსოფლიო ბაზარზე. განვითარებული ტექნოლოგია ასოცირდება ხარისხთან.
 
რა არის თქვენთვის ყველაზე მასშტაბური მიზანი, რისი განხორციელებაც უახლოეს წლებში გსურთ?
 
“რთველისი” გახდეს ის კომპანია, რომელიც იქნება მსოფლიოში ასოცირებული ხარისხიან ქართულ ღვინოსთან.
 
რა რჩევებს მისცემდით დამწყებ მეღვინეებსა და მარნებს? რა სირთულეების გადალახვა შეიძლება მათ მოუწიოთ? რა იქნებოდა მათთვის წარმატების მიღწევის ფორმულა?
 
პირველ რიგში გაითვალისწინონ ყველა გამოცდილი ადამიანის რჩევა. კარგად შეისწავლონ ღვინის ის ბაზარი, სადაც აპირებენ პოზიციონირებას, გაითვალისწინონ, რა მოთხოვნებია მომხმარებლის მხრიდან და გაითავისონ, რომ ხარისხის არის ის, რასაც ღვინის მოყვარულები ყოველთვის აფასებენ.
 
https://allwine.ge/ka/blog/rvino-cveni-tradicia-da-istoriaa-acxadeben-rtvelissi_3060/?fbclid=IwAR1O9E9835QM8QvEz7LMDows3VqlDTGya2odIY_8H0_rLlNH6DN87nHlbWA