ქვევრი - საქპატენტმა გეოგრაფიული აღნიშვნა დაარეგისტრირა

2021-05-28

ქვევრი - საქპატენტმა გეოგრაფიული აღნიშვნა დაარეგისტრირა

„ქვევრი“ პირველი არასასურსათო პროდუქტია, რომელიც გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატა. მისი გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს მის განსაკუთრებულ კავშირს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და იდენტობასთან, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, 2013 წელს, ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.