"Meininger"ის მიერ ჩატარებული კონკურს-დეგუსტაცია"BEST GEORGIAN WINES"

2021-07-06

"Meininger"ის მიერ ჩატარებული კონკურს-დეგუსტაცია"BEST GEORGIAN WINES" 
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, ღვინის სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა გერმანულმა მედია ჰოლდინგმა „Meininger“ საუკეთესო ქართული ღვინოების შესარჩევად კონკურსი-დეგუსტაცია ჩაატარა.
კონკურსში წარმოდგენილი იყო რთველისის ღვინო "რქაწითელი ქვევრი" რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და შევიდა საუკეთესო ქართული ღვინოების ჩამონათვალში
კონკურსი-დეგუსტაცია გერმანიის ქალაქ ნოიშტადტში გაიმართა. მისი მიზანი საქართველოდან წარდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების შერჩევა  და გერმანიის ბაზარზე პოპულარიზაცია იყო.  
საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში  ღვინის ექსპერტები და WSET სერტიფიკატის მფლობელი სომელიეები, სულ 20 წევრი შედიოდა