რთველისის ქვევრის ღვინის კოლექციის პრეზენტაცია/დეგუსტაცია

2022-11-25

11 ნოემბერს რთველისის ქვევრის ღვინის კოლექციის დეგუსტაცია გაიმართა, მოწვეულმა ღვინის პროფესიონალებმა და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებმა დააგემოვნეს ქვევრის 5 ღვინო, მათ შორის ქისი ქვევრი, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე IWSC ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 
 ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა რთველისის ქვევრის ხაზის ღვინოები, რომლებმაც ქართველი პროფესიონალებისგან მნიშვნელოვანი შეფასებები მიიღეს.