ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი

2023-12-20

1 და 2 დეკემბერს, რედისონ ბლუ ივერიაში, ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი წარმატებით ჩატარდა.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იყო რთველისის ქვევრის ღვინის კოლექცია. 
სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ შედეგები და წარმოგიდგინოთ რთველისის ქვევრის კოლექციის ახალი დიზაინი: 
ქისი ქვევრი - ოქროს მედალი
მწვანე ქვევრი - ვერცხლის მედალი
საფერავი ქვევრი- ვერცხლის მედალი
ხიხვი ქვევრი- ბრინჯაოს მედალი